პროექტები და ღონისძიებები


  1. პროექტის სახელწოდება:  "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"
  2. პროექტის მთავარი იდეა:" სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? .....სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…“( ილია ჭავჭავაძე )                                                                                                                            ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები მიხვდებიან,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ენის სიწმინდის დაცვას
  3. პროექტის აქტუალობა:  ადამიანის არსებობა სხვა ადამიანთან კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია.   ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა ჩვენი სიცოცხლის მუდმივი თანმდევია.
    ადამიანის არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. საზოგადოებრივი საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ადამიანთა შორის ურთიერთგაგებინების გარეშე, გაგებინების ყველაზე დახვეწილი და განვითარებული საშუალება კი არის ენა.
    ქართული ენისა და დამწერლობის ასეთი გამორჩეულობით აუცილებლად უნდა ვამაყობდეთ, თუმცა იმასაც უნდა ვიაზრებდეთ, რომ ყველაფერი საამაყო დიდ პასუხისმგებლობასთანაც ასოცირდება. ენის შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული მისი შენარჩუნება, განვითარება და მომავალი თაობისთვის უკეთესი თუ არა, უცვლელი ფორმით გადაცემა მაინც. როგორც ჩანს, სიამაყე შესანიშნავად გამოგვდის, პასუხისმგებლობის გაცნობიერება კი ძალიან შორს აღმოჩნდა ჩვენგან. სამწუხაროდ, ჩვენს ენას ეს უკვე მნიშვნელოვნად დაეტყო.აქედან გამომდინარე, ენის სიწმინდის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით საყურადღებო ახალი თაობისათვის, რათა არ დაბინძიურდეს და განადგურდეს ჩვენი ერის სიამაყე;
  4. პროექტის მიზნები: პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ენის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება, ისინი შეეცდებიან დაიცვან, გაუფრთხილდნენ თავიანთ მდიდარ ენას;
  5. მონაწილეთა ასაკი:  14-15 წლის მოსწავლეები
  6. ვადები და ხანგრძლივობა:   ერთი  თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები:  სავარაუდოდ, მოსწავლეები ამ პროექტის შემდეგ უფრო დახვეწენ თავიანთ მეტყველებას, გაიუმჯობესებენ ენის ლექსიკურ მარაგს, დაინტერესდებიან ქართული ენის  მდიდარი ენობრივი ფორმებითა და შესაძლებლობებით; 
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ლექსიკონები ( ქართული ენის  სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი, I  და II ნაწილი,  ავტორი თამარ ბეროზაშვილი), MyGeoLingua, ქართული ჟარგონის ლექსიკონი - ბაკურ სულაკაური
  9. პროექტის მსვლელობა:  კვლევა და გამოკითხვა მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში,როდის და რატომ, იყენებენ ჟარგონებს, ბარბარიზმებს, დიალექტიზმებს დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებში მაგალითების მოძიება, ვიქტორინისთვის კითხვარის შედგენა, ესეების დაწერა, თეატრალური წარმოდეგენების (ე. წ.  "ფლეშმობი" ) გამართვა ენის სიწმინდესთან დაკავშირებული ტრანსფარატებით, ნამუშევრების განთავსება ბლოგში , ლექსიკონის ელ.ვერსიის შედგენა.
  10. საგნებთან და ეროვნულ გეგმასთან კავშირი: 
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ეთერ კაპანაძე
  12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: 
  13. პროექტის ვებ-გვერდი/  ბლოგი: 

No comments:

Post a Comment